ახალი ამბები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში წყლის აბონენტების პირადი ნომრების გასაჯაროებზე განცხადებას აკეთებენ
FaceBook
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, "წყალმომარაგების კომპანიის" წარმომადგენლების მიერ, აბონენტების პირადი ნომრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ.

"სახელი და გვარი, ისევე, როგორც პირადი ნომერი მოქალაქის პერსონალური მონაცემებია. მათი დამუშავებისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გასაჯაროებისთვის, ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს კანონით გათვალისწინებული საფუძველი", - განარტავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, ოთარ ჩახუნაშვილი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი, პირადი მონაცემების დამუშავების შემდეგ გარემოებებს ცნობს: როცა პერსონალური მონაცემების  დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად; მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი; აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა; აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად - ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რის შემდეგად კომპანიას შეუძლია პირის პირადი მონაცემების გასაჯაროება.

"გარდა ამისა, მონაცემთა დამუშავების საფუძველი შეიძლება გახდეს თავად მონაცემთა სუბიექტის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აბონენტის თანხმობა. თუკი ორგანიზაციამ მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, ეს კანონდარღვევას წარმოადგენს და წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. ასევე, ინსპექტორის გადაწყვეტილებით ორგანიზაციას შესაძლებელია დაევალოს ინფორმაციის გასაჯაროვების შეწყვეტა. თუმცა, იმისთვის, რომ დარღვევა დადგინდეს, საჭიროა საკითხის დამატებითი შესწავლა (ინსპექტირება). პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მზად არის შესაბამისი მომართვის შემთხვევაში დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით", - განმარტავს ოთარ ჩახუნაშვილი.

რაც შეეხება, ჯარიმას აპარატში განმარტავენ, რომ კომპანაის სანქციას ფაქტის კონკრეტულად შესწავლის  გარეშე ვერ დააკისრებენ. 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვიცენტრის წარმომადგენლებმა, სადარბაზოებში, აბონენტების პირადი მონაცემები, სახელი, გვარი და პირადი ნომერი, განათავსეს.

"კომპანიას ჩემი აზრით აქვს უფლება აბობონენტის და მრიცხველის ნომერი მიუთითოს, მაგრამ პირის პირადი ნომრის გასაჯაროების შემთხვევაში, მიმაჩნია,რომ საქმე გვაქვს პერსონალური მონაცემების დარღვევასთან",- ამბობს ილიკო ნაცვალაძე, რომელიც ერთ-ერთია იმ აბონენტებს შორის, რომელთა პირადი ნომერიც კომპანიამ კორპუსის სადარბაზოში განათავსა.

ამავე თემაზე:

წყალმომარაგების კომპანიამ ქუთაისში აბონენტების პირადი ნომრები გაასაჯაროვა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.