ავღანეთში თავდასხმის დროს დაღუპული ქართველი სამხედრო მდინარი
ბებიაშვილი, ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან, მშობლიურ
სოფელში მარტოთუბანში, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
სამხედრო პირის დაკრძალვას იმერეთის გუბერნატორი, თავდაცვის მინისტრი
და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე
ტერიტორიაზე ერთობლივი პატრულირების დროს გახორციელებული
თავდასხმისას, 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, მდინარი
ბებიაშვილი, 3 აგვისტოს გარდაიცვალა.
გარდაცვლილი სამხედრო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ სანახშირეს
მკვიდრია.მდინარი ბებიაშვილი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ავღანეთის
ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე
ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა
განხორციელდა.
უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010
წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის
საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში
მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში
მონაწილეობისთვის“.
ეკა დუგლაძე
მასალის გამოყენების პირობები