ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს კოლხი მედეას სახელი დაერქმევა.
საკითხი დღეს ქუთაისის საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიამ
განიხილა.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღისთვის სახელის გადარქმევის იდეა მის
დირექტორს, თემურ ჩეჩელაშვილს ეკუთვნის.
"მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მედიცინა მედიას სახელს უკავშირდება. ჩვენ
უნდა გავაცოცხლოთ ეს ისტორია. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ
დგილას მართლაც ხდებოდა სამკურნალო მცენარეებით წამლების დამზადება.
ამიტომ, ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ და მოვარგოთ ბოტანიკური ბაღი ამ
თემატიკას. როცა ჩამოვლენ ტურისტები, უცხოელები და ადგილობრივები,
იცოდნენ, რომ სინამდვილეში აქ იყო ეს ყველაფერი", - ამბობს თემურ
ჩეჩალაშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში.
მისივე თქმით, სახსრების არსებობის შეთხვევაში ბაღში, შესაძლოა,
მედეას მინიატურული ქანდაკებაც დაიდგას.
ბოტანიკური ბაღისთვის მედეას დარქმევის საკითხი დასამტკიცებლად
საკრებულოს წარედგინება.
მასალის გამოყენების პირობები