ქუთაისში, პ. იაშვილის ქუჩაზე N 51 საცხოვრებელ სახლთან ორმო
ჯოხებით მონიშნეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ ხერხს იმ მიზნით მიმართეს, რომ
ორმოში ავტომობილები არ ჩავარდეს.
"ერთი კვირაა რაც გზა ჩავარდა და ვინც არ იცის ვარდება შიგნით, ჯოხები
უკვე ამცნობს მძღოლს საშიშროებას," - ამბობს პ. იაშვილის ქუჩაზე
მცხოვრები ლეილა კუპრაძე. ადგილობრივები ქუთაისის მერიას მიმართავენ
და გზის ორმოულად შეკეთებას ითხოვენ.
"იქნებ დაგვეხმარონ და მოგვიგვარონ პრობლემა," - ამბობენ იაშვილის
ქუჩაზე მცხოვრებლები.
ქუთაისის მერიაში განმრტავენ, რომ ტერიტორიაზე მოკვლევის მიზნით
დაათვალიერებენ.
მასალის გამოყენების პირობები