ქუთაისის ახალიგაზრდულმა ცენტრმა იტალიის ქალაქ რიმინში ჩატარებულ
საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა.
ახალგაზრდული ცენტრის მსოწავლეები 17 მონაწილე ქვეყნიდან შვიდ
გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ.
ფესტივალზე რამდენიმე მიმართულება იყო წარმოდგენილი ხატვა, ბალეტი და
ვოკალი. შესაბამისად, ფესტივალში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის
საბალეტო, სამხატვრო და ვოკალის ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას.
გამოფენაზე ცენტრის მოოწავლეებმა მცირე პერფორმანსი მოაწყვეს. ისინი
მნახველების წინაშე მაისურებით წარსდგნენ წარწერით - " საქართველო
ჩემი სამშობლოა და იგი ოკუპირებულია რუსეთის მიერ".
აღნიშნულთან დაკავშირებით ფესტივალის ადმინისტრაციამ სოლიდარობა
გამოხატა და ფესტივალი საქართველოს ჰიმნით გახსნა.
მასალის გამოყენების პირობები