ქუთაისის მერია 10 წლის ვადით მსოფლიო ბანკისგან 11 მილიონ ლარს სესხის სახით მიიღებს.
სესხის მიღებაზე ქალაქის საკრებულომ მერიას თანხმობა უკვე მისცა.
ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკთან შუამდგომლობას რეგიონალური განვითარების სამინისტრო მოახდენს, რის შემდეგაც მოხდება თანხის გამოყოფა და ყოველთვიურად გადასახდელი თანხის გრაფიკის შედგენაც.
18%-იანი სესხის ფარგლებში ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია, ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკის და ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა განხორციელდება.
ქუთაისის მერიამ ანალოგიური ათწლიანი სესხი 2005 წელსა აიღო. 7 მილიონამდე სესხის საპროცენტო განაკვეთი 26% შეადგენდა. აღნიშნული სესხის დასაფარად ქუთაისი მერია ყოველწლიურად 700 000 ლარს იხდიდა და მისი სრულად დაფარვა მიმდინარე წელს დასრულდება.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები