ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს მიმდინარე წლის ივნისში 1084
ვიზიტორი ესტუმრა.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მონაცემები წინა წლის
იმავე პერიოდთან შედარებით 350 ტურისტითაა გაზრდილი.
ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობა, რომელიც მიმდინარე
წლის თებერვალში უნდა გახსნილიყო, 2 მაისს გაიხსნა.
ქუთაისის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის შენობის პირველ სართულზე
კედელი არგონავტების მითის მიხედვით მოიხატა. რუსი მხატვრის მიერ
შესრულებული ნახატი ქუთაისის მერიას 4 950 ლარი დაუჯდა.
არგოს გემი, იალქანი, ნიჩბები, ბორჯღალო (მზის მნიშვნელობით), ზღვა,
საცხოვრებელი კორპუსები - ამ დეტალებისგან შედგება ნახატი, რომელიც
რუსმა მხატვარმა არტემ სტეფანოვმა თვენახევრის წინ შეასრულა.
ამავე
თემაზე:
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ქუთაისში (ფოტო)
ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2 მაისს
გაიხსნება
მასალის გამოყენების პირობები