ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ მეორადი ტანსაცმლის ბაზარში
მოვაჭრეების მიერ დადგმული ვენტილატორების მიერ დახარჯული
ელექტროენერგიის ხარჯს მთლიანად ბაზრის მფლობელი კომპანია შპს
"ოაზისი" იხდის.
კომპანიამ
ეს პასუხიმგებლობა მას შემდეგ აიღო, რაც
მოვაჭრეებმა ბაზრის ადმინისტრაციას გაგრილების სისტემის დამონტაჟება
მოსთხოვეს. ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ შენობაში გაგრილების
სისტემა ვერ დამონტაჟდებოდა და მხოლოდ ვენტილატორების დადგმა
იყო გამოსავალი. რისთვისაც ბაზრის ადმინისტრაციამ თითოეულ მოვაჭრის
დახლთან
დენის ჩამრთველები
დაამონტჟა. ხოლო გახარჯულ დენის გადასახადის დაფრავის პირობა
დადო.
"ადმინისტრაციამ პირობა შეასრულა, გახარჯული დენის ტარიფს თვითონ
იხდის. დიდი შეღავათი არ არის, მაგრამ ვისაც გვიდგას ვინტილატორი,
ცოტა სულს ვიბრუნებთ როცა გვიბერავს", - ამბობს ერთ-ერთი
მოვაჭერე.
მეორადი ტანსაცმლის ბაზარი "შპს ოაზისი 2002" საკუთრებაშია. ბაზარში
არსებული ფართები დაახლოაბით 300 მეწარმეზეა გაიჯარებული.
მათი თქმით, მეორადი ტანსაცმლის ბაზარში ისინი 1 კვ. მ ფართობზე
ყოველდღიურად 5 ლარს იხიდიან
ამავე თემაზე:
"დენის საფასურს
გადავიხდით" - მეორადი ტანსაცმლის ბაზარში გაგრილების სისტემისთვის
ჩამრთველები დაამონტაჟეს
"შეგვიქმნან
ადამიანური პირობები" - მოვაჭრეები გაგრილების სისტემის დაყენებას
ითხოვენ
მასალის გამოყენების პირობები