ეროვნული ლიგის, პირველი წრის, საუკეთესო მწვრთნელად "ტორპედოს"
მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი დასახელდა, საუკეთესო ფეხბურთელის
ტიტული კი, ქუთაისელმა, გრიგოლ დოლიძემ მოიპოვა.
"ტორპედოელები" ეროვნული ლიგის 21-ე ტურის დასაწყისში
დააჯილდოვეს, ქუთაისელებს სიმბოლური პრიზები საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციის აღმასკომის წევრმა თენგიზ სულაქველიძემ გადასცა.
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ქუთაისის "ტორპედომ" ფოთის "კოლხეთს"
უმასპინძლა, თამაში უგოლო ფრით დასრულდა.
ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები