ქუთაისში მცხოვრები, ბესიკ ადამია, საინიციატივო ჯგუფის სახელით,
"ტორპედოს" ახალ მეპატრონეს თხოვნით მიმართავს.
" საინიციატივო ჯგუფის სახელით გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ
5000 ლარით, რომელიც "ტორპედოს" სტადიონთან მდებარე მშვიდობის
მოედანზე "მშვიდობის ბურთის" დადგმას მოხმარდება", - ნათქვმია
მიმართვის წერილში.
ბესიკ ადამიამ "მშვიდობის ბურთის" დადგმის თხოვნით,
ქუთაისის მერიასთან ერთკაციანი
აქცია მოაწყო.
მისი თქმით, აქციის მიმდინარეობის დროს, შენობასთან, ქალაქის მერს,
შოთა მურღულიას შეხვდა და კიდევ ერთხელ სთხოვა იდეის განხორციელებაში
ფინანსური დახმარება. ბესიკ ადამიას თქმით, მერი მას მონუმენტისთვის
საჭირო თანხის გათვალისწინებას მომავალი წლის ბიუჯეტში დაჰპირდა, რაც
მისი თქმით, დაცინვა იყო.
"მითხრა მომავალი წლის ბიუჯეტში ჩაგისვამო. მე ვუთხარი, თქვენ რა ისევ
აპირებთ მერობას-თქო? თქვენ აღარ იქნებით კანდიდატი- თქო. ეს არის
დაცინვა და შეურაცხყოფა. ვერ გავიგე, დამცინა თუ სიმართლე მითხრა. თუ
დამცინა, ე.ი. აპირებს ისევ მონაწილეობას არჩევნებში, თუ არა და ეს
შეურაცხყოფად მივიღე", – აცხადებს ბესიკ ადამია. მისივე თქმით, ამ
საკითხში დახმარებას მას ვიცე–მერი, ნოდარ მიქიაშვილიც დაპირდა.
ამავე თემაზე:
ქუთაისში მოქალაქე "ტორპედოს" წინ "მშვიდობის ბურთის"
მონუმენტის დადგმას ითხოვს
მასალის გამოყენების პირობები