პარტია "თავისუფაალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე,
გოგი წულაია, ქალაქის ცენტრში ისტორიული შენობების გასხვისებას და მათ
ადგილზე სასტუმროების მშენებლობას აპროტესტებს.
მისი თქმით, ასეთი მიდგომით ხელისუფლება ქალაქის არქიტეტურულ
ღირებულებას ანადგურებს და იერსახეს უკარგავს ცენტრალურ უბანს.
"ქალაქის ცენტრი უკვე არის ქუთაისის თავკომბალა, ისევე, როგორც
თბილისია საქართველოს თავკომბალა. გაყიდეს მწერალთა სახლი, რიგში დგას
საჯარო ბიბლიოთეკა. ასეთი ქუჩები ქუთაისში ბევრი არ არის. აქ არის
მე-19 და მე-20 საუკუნის შენობები, რაც არის ქალაქის სილამაზე. რით ერ
ვისწავლეთ, რომ არ შეიძლება ასეთი მიდგომა", - განაცხადა გოგი
წულაიამ.
მისივე თქმით, თუ მწერალთა სახლის ადგილზე მრავალსართულიანი სასტუმრო
აშენდება, შენობის უკანა მხარეს მცხოვრები ათეულობით ოჯახი დაკარგავს
ჰაერს.
ქუთაისში მწერალთა სახლის ყოფილი შენობა მიმდინარე წლის 24 მაისს
გამოცხადებულ
აუქციონზე გაიყიდა.
აუქციონზე მწერალთა სახლის ყოფილ შენობასთან ერთად, სხვა მიწის
ნაკვეთიც გაიყიდა. კერძოდ, გაპონოვის ქუჩა N5-ში მდებარე მიწის
ნაკვეთი, რომელთა საერთო ფასმა 1 400 640 ლარი შეადგინა.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია მწერალთა შენობის ნაწილი (350
კვმ.) მწერლებისთვის და ხელოვანი ადამიანებისთვის გაარემონტოს და
ქუთაისის მერიას დაუბრუნოს. დანარჩენ 2250 კვ.მ - ს კი ინვესტორი
სასტუმროს მშენებლობისთვის გამოიყენებს.
რაც შეეხება საჯარო ბიბლიოთეკას, რომლის შენობაც სამხარაულის
ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით არამდგრადია, მისთვის
ალტერნატიული ადილის შერჩევა ამ დრომდე არ მომხდარა.
საჯარო ბიბლიოთეკის ბედზე ქუთაისი მერმა, შოთა მურღულიამ 4
აგვისტოს 4 წლიანი მუშაობის
შემაჯამებელ პრესკონფერეციაზეც ისაუბრა და
განაცხადა, რომ მისთვის
ადგილის შერჩევა ამ დრომდე გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები