ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში შპს "ჯორნიან მანგანეზში"
დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები უფასოდ
გამოიკვლევენ.
აქციის ფარგლებში სკრინინგი სამი დღის განმავლობაში 4 - 6 აგვისტოს
ჩატარდება.
შპს "ჯორჯიან მანგანეზში" სამედიცინო გამოკვლევებს ეროვნული სკრინინგ
ცენტრის სპეციალისტები ჩაატარებენ.
როგორც ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში
აცხადებენ, სპეციალისტები ზესტაფონს თანამედროვე სამედიცინო ტექნიკური
აღჭურვილობით ესტუმრებიან და და პაციენტებს ძუძუსა და საშვილოსნოს
ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის დაავადებებზე
გამოიკვლევენ.
"ეს არის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური გამოკვლევა," -
ამბობენ ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები.
მათივე ცნობით, სკრინინგის პროგრამით, ძუძუს გამოკვლევები 40-დან 70
წლის ასაკის, საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები – 25-დან 60 წლის,
მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები 50-დან 70 წლის, ხოლო პროსტატის
გამოკვლევა 50-დან 70 წლის პირებს ჩაუტარდებათ.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 2000-მდე ადამიანია
დასაქმებული.
ამავე
თემაზე:
გარემო, რომელიც კლავს (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები