ახალი ამბები
იპოთეკით დაზარალებულთა აქცია ქუთაისში და სოლიდარობისთვის შესრულებული სიმღერა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალის წინ, იპოთეკით დაზარალებულებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ოთარ ხმელიძეს, რომელიც უკვე მესამე დღეა შიმშილობს.

"უკვე მერამდენედ ვამბობთ, რომ ეს პრობლემა არსებობს და ხალხის გვერდით არავინ არის. ეს ხელისუფლება იძახდა ამ პრობლემას მოვაგვარებთო, თუმცა ჯერ არაფერი ჩანს", - ამბობს აქციის მონაწილე, სვეტლანა ახალაძე.

აქციის მონაწილეებს ასევე,  სოლიდარობა გამოუცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა ნარსიამ, "ლეიბორისტული მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციამ და პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ.

"ყველა მოქალაქე, ბანკის ვალით არის თუ ისეა ყველა ხელისუფლების საზრუნავია. მინდა ხელისუფლებას ვკითხო, ათასობით ადამიანს ბანკები სახლებიდან ასახლებს. ისინი სოციალურად დაუცველები ხდებიან. ამის შემდეგ ხომ იღებენ მათზე პასუხისმგებლობას როგორც სოციალურად დაუცველზე?! თუ ფული მაინც უნდა დახარჯო, მაშინ მანამდე დავეხმაროთ ამ ადამინებს ვიდრე სახლებს დაკარგავენ",  - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია.

აქციის მონაწილე ოთარ ხმელიძემ, რომელიც ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ფილიალის წინ უკვე მესამე დღე შიმშილობს განაცხადა, რომ მას ბანკის მხრიდან არავინ დაკავშირებია და ის შიმშილობის გაგრძლებას აპირებ. მისი თქმით, მან მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რომ საქმის საბოლოო განხილვამდე ბანკს სახლის აუქციონზე გატანის პროცედურების შეწყვეტა მოსთხოვოს.

"მე აქ შიმშილობა იმიტომ დავიწყე, რომ ყველას ენახა, რა არის რეალობა. თუ მე დამნაშავე ვიქნები და სასამართლო ამას გადაწყვეტს მე გადავიხდი ამას, მაგრამ გამოვიდეს ბანკის წარმომადგენელი და დამიმტკიცოს რომ მისი საქციელი სამართლიანია" - აცხადებს იპოთეკით დაზარალებული, ოთარ ხმელიძე.

აქცია ქუთაისის ცენტრალურ ბაღში  სიმღეთით დასრულა. იპოთეკით დაზარალებულმა ერთ-ერთმა პირმა, მაია ჯანელიძემ ოთარ ხმელიძეს სოლიდარობა სიმღერით გამოუცხადა.



ოთარ ხმელიძემ "საქართველოს ბანკის" ფილიალის წინ შიმშილობა მიმდინარე წლის 1 აგვისტოს დაიწყო.

ის "საქართველოს ბანკს" მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და ბანკის მიერ სესხზე დაწესებულ პირგასამტეხლოს გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვით სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში 22 ათას ლარიანი ჯარიმა ამოქმედდება და მისი ბინა 40 ათას ლარად გაიყიდება. ის აღნიშნულ ხელშეკრულებას კაბალურს უწოდებს.
ქუთაისში მოშიმშილე ოთარ ხმელიძეს სასწრაფო დახმარება ორჯერ გამოუძახეს.

ამავე თემაზე:

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცმა შიმშილობა დაიწყო

შიმშილობის მეორე დღე - ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი პროტესტს აგრძელებს

"დანებებას არ ვაპირებ" - ქუთაისელი ახალგაზრდა მესამე დღეა შიმშილობს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.