ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ
ჩაკვეტაძე, რომელიც ამ პოსტზე
მამუკა მოსიაშვილმა ჩაანაცვლა, შპს "რამაზ
შენგელიას სახელობის სტადიონის" დირექტორად დაინიშნა.
გარდა ამისა, იგი კლუბის ადმინისტრაციაშიც გააგრძელებს მუშაობას,
თუმცა, ზუსტად რა პოზიციაზე იმუშავებს ყოფილი დირექტორი, ამის შესახებ
ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
თავად, ზურაბ ჩაკვეტაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ არსად
წასულა და კვლავ აგრძელებს მუშაობას.
"რატომ უნდა დამეტოვებია კლუბი? მოხდა გარკვეული გადაადგილებები,
თუმცა, მე ვრჩები და ვაგრძელებ საქმიანობას. ამასთანავე, რადგან მოხდა
"ტორპედოს" შესყიდვა კერძო მესაკუთრის მიერ, ქუთაისის საკრებულოს
გადაწყვეტილებით, შეიქმნა დამოუკიდებელი სუბიექტი შპს "რამაზ
შენგელიას სახელობის სტადიონი
", რომლის დირექტორადაც მე დავინიშნე",
- ამბობს ზურაბ ჩაკვეტაძე.
ზურაბ ჩაკვეტაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებლმა მამუკა
მოსიაშვილმა, "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე
მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ჩაანაცვლა.
ქუთაისის "ტორპედო" ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ 300 000 ლარად,
აუქციონზე შეიძინა.
ამავე თემაზე:
ქუთაისის
"ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა
კომპანია, რომელმაც "ტორპედო"
შეიძინა, კლუბის პრეზიდენტის მამის
საკუთრებაშია
ქუთაისის მერია "ტორპედოს" აუქციონზე მეორედ
გაიტანს
საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აუქციონი
ჩაიშალა
ქუთაისის "ტორპედო" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ
დატოვა
ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონზე
გაიტანენ
700 000 ლარად შეფასებული "ტორპედო" აუქციონის
მოლოდინში
„ტორპედო“
შესაძლოა 300 000 ლარად
გაიყიდოს
მასალის გამოყენების პირობები