ახალი ამბები
3 და 4 აგვისტოს იმერეთის მუნიციპალიტეტებს დენის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:
ქუთაისი: 04 აგვისტოს ქვესადგურ "ქუთაისი 4"-ში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 6000 აბონენტს ქ. ქუთაისში რუსთაველის, ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, პეტრიწის და მიმდებარე ქუჩებს, გორას და ჭომის დასახლებას.

ხონი:
03 აგვისტოს 10:15-დან 18:00 საათამდე - ფიდერ "ქალაქი 1"-ის დაახლოებით 1150 აბონენტს ქ. ხონის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, მოსე ხონელის, ირაკლი აბაშიძის, ჭანტურიას და მიმდებარე ქუჩებზე.

ხარაგაული: 03 აგვისტოს 10:30-დან 18:00 საათამდე - ფიდერ "ბორითის" დაახლოებით 470 აბონენტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღორეშა, უბისა და ნადაბური. 12:00-დან 15:00 საათამდე - 630 აბონენტს სოფლებში საღანძილე, ვანი, სხლითი, ზარანი, ჩხერი.

ზესტაფონი: 04 აგვისტოს 11:00-დან 13:00 საათამდე - 429 აბონენტს სოფელ ძირულაში და 13:00-დან 15:00 საათამდე - 47 აბონენტს სოფელ მაღაროში.

ტყიბული: 03 აგვისტოს 12:00-დან 17:00 საათამდე - 789 აბონენტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საწირე, ძიროვანი, ზედუბანი. 11:00-დან 18:00 საათამდე - 1130 აბონენტს ქ. ტყიბულის გაბრიაძის ქუჩაზე და სოფლებში მუხურა, რცხილათი. 11:00-დან 18:00 საათამდე - 320 აბონენტს სოფლებში ძუყნური, ლეღვა, ახალდაბა, ხრესილი. 11:00-დან 18:00 საათამდე - 601 აბონენტს სოფლებში სოჩხეთი, ძმუისი, წყნორი, კისორეთი.

საჩხერე: 03 აგვისტოს 12:00-დან 18:00 საათამდე - 382 აბონენტს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქორეთი და პასიეთი; 13:00-დან 16:00 საათამდე - ფიდერ "სინაგურის" 1611 აბონენტს საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.