მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ქუთაისში, ჭომის დასახლებას
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
"ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დენის მიწოდება
დილის 07:00-იდან 12:00 საათამდე 1 342 აბონენტს შეუწყდება.
კომპანიის ცნობით, ჭომის უბანში ლესელიძის ქუჩის გარდა,
ელექტროენერგიის მიწოდება ჩანჩიბაძის, რუას, ქეთევან წამებულის და
მიმდებარე ქუჩებსაც შეეზღუდება.
მათივე განცხადებით, დენის მიწოდება მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, დილის
07:00-იდან 12:00 საათამდე ჯავახიშვილის, ნიკოლაძის, მეველის,
ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, ბარათაშვილის, ჯავახიშვილის, გველესიანის
და მიმდებარე ქუჩებზეც შეიზღუდება.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, შეზღუდვა პროფილაქტიკურ სამუშაოებს
უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები