ქუთაისის მერი შოთა მურღულია უახლოეს დღეებში სამივლინებო ვიზიტით ირანსა და ყაზახეთში გაემგზავრება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინვსტიციების მოზიდვის მხრივ ასეთი მივლინებების გააქტიურება.
"ამას წინასწარ ვამბობ, რადგან ძალიან აანერვიულებთ ხოლმე ჩემი მივლინებები, რომლისთვისაც მხოლოდ 150 ლარი იხარჯება ხოლმე. ქალაქში ინვესტიციებია მოსაზიდი და ამიტომ მივლინებები აუცილებელია", - განმარტა ქუთაისის მერმა.
ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ 2014 წელს სხვადასხვა ქვეყნებში სულ 6 სამივლინებო ვიზიტი განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3
518,59 ლარი დაიხარჯა.თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები