თერჯოლის მოსახლეობის ერთი ნაწილი გართულებულ კრიმინოგენულ სიტუაციაზე საუბრობს და კრიმინალური ფაქტების მატებაზე მიუთითებს.
"რამდენიმე ხნის წინ დევიძეები დააყაჩაღეს, ერთი კვირის წინ მაღაზია გაქურდეს, ერთი პატარა ქალაქისთვის ბევრი შემთხვევაა"- ამბობენ თერჯოლაში.
მოსახლეობა წვრილმანი ქურდობის მატების შემთხვევებსაც აღნიშნავს.
"ქათმებსაც აღარ აჩერებენ საქათმეში. ქათმების მოპარვაც დაიწყეს", - ამბობს ნინო ლილუაშვილი.
აღნიშნულის თაობაზე მათ ვიდეოგამოკითხვაში ისაუბრეს, რომელიც "ქუთაისიპოსტმა" თერჯოლაში ჩაატარა.
ვიდეოგამოკითხვას "ქუთაისიპოსტი" ხვალ შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები