"ნუ იქნები ბულერი, ნუ იქნები ბულინგის მსხვერპილი"- დღეს ამ სახელწოდებით ფლეშმობი გაიმართა ქუთაისის მერიის წინ.
აქცია "სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭოს" პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" იყო.
"დღევანდელი აქციით გვინდა ვუთხრათ ხალხს, რომ ძალადობა ხდება ყოველდღე. ფიზიკური ზიანის მიყენება არ ნიშანავს იყო ბულერი, ეს ფსიქოლოგიური და სიტყვიერი ზეწოლაა, ამიტომ ნურასდროს იქნებით ბულერი და ბულინგის მსხვერპლი "-ამბობს სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგის" გენერალური მდივანი
გვანცა თოთაძე.
პროექტის ფარგლებში ბულინგის თემაზე მოსწავლე-ახალგაზრდებმა შეიმუშავეს რეზოლუციები, სადაც შეიტანეს სპეციალური მუხლები, რომლებიც რეკომენდაციის სახით მიეწოდება ხელისუფლებას და სხვადასხვა ინსტიტუტებს.
ბაია მიქაბერიძე
მასალის გამოყენების პირობები