ამერიკის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერი ბიბლიოთეკის საბავშვო ლიტერატურის განყოფილების ამერიკული კუთხე დაათვალიერა. ამერიკულ კუთხეს დაარსებიდან სამი წელი შეუსრულდა.
"ჩემთვის სასიამონო და საინტერესოა, რომ არის ბიბლიოთეკაში ამერიკული კუთხე, სადაც ქართველ ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ამერიკულ კულტურას და შეისწავლონ ინგლისური ენა. ჩემთვის ეს ყველაფერი მოულოდნელი აღმოჩნდა და ემოციურია", - განმატრა რიჩარდ ნორლანდმა.
ამერიკის ელჩის პატივსაცემად მე-17-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბავშო ბიბლიოთეკაში ინგლისურენოვანი წარმოდგენა გამართეს.
დღესვე ელჩის ქუთაისის მესხიშვილის თეატრში საიუბილეო საღამოს დაესწრება, რომელიც აღნიშნული საჯარო სკოლის დაარსებიდან 117-ე წელს მიეძღვნება.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები