ქუთაისში მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად 14 ივლისს სამ
საათზე ცენტრალურ მოედანზე, სვეტებთან შეიკრიბებიან.
ერთ-ერთი ინიციატორის, ნიკა ნარსიას
თქმით, მსგავსი აქციას საქართველოს და უცხოეთის სხვადასხვა ქალაქებშიც იგეგმება.
"შევიკრიბოთ ყველა და არ ვიკითხოთ ვისი ორგანიზებულია. ერთდროულად
გაიმართება აქცია ყველა ქალაქში", - ამბობს ნიკა ნარსია.
საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონ სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვრის
აღმნიშვნელი ბანერი მიმდინარე წლის ოთხ ივლისს აღმართეს.
მასალის გამოყენების პირობები