ქუთაისის მერიაში პლანშეტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერის შესახებ განცხადებას აკეთებენ.
თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ პლანშეტების ე.წ ტაბლეტების შეძენა თვითმმართველობაში ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლის მიზეზითაა განპირობებული.
"თვითმმართველობა მთლიანად და რამდენიმე სამსახური გადადის ელექტრონულ მმართველობაზე, რაც საჭიროებს ტექნიკური საშუალებების განახლებას და შეძენას, რათა თანამედროვე ელექტრონულ სისტემებზე გადასვლა ამ საშუალებების გარეშე შეუძლებელია," - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მერიამ გააკეთა.
როგორც თვითმმართველობაში აცხადებენ, ქუთაისის მერია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაზე მიმდინარე კვირაში გადავა.
მერიამ 24 ერთეული პლანშეტური კომპიუტერის შესაძენად
17 000 ლარის ღირებულების ტენდერი მიმდინარე წლის 15 მაისს გამოაცხადა.დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები