ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ადამიანი დაიჭრა.
ინციდენტი დღეს, საღამოს საათებში მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმის გამოძიება სსკ 118-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც სხეულის მსუბუქად დაზიანებას ითვალისწინებს.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. შემთხვევის
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. ქუთაისიპოსტი
მასალის გამოყენების პირობები