ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ ორგანიზებული დისკუსია
გაიმართა.
იგი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და უკანონო გავრცელების
წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. რომელიც 26 ივნისს
აღინიშნება.
საქართველოში ამავე დღესთან არის დაკავშირებული კამპანია "არ დასაჯო".
დისკუსიაც ძირითადად ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასა და
დეკრიმინაციზაციის პრობლემას შეეხო.
"მნიშვნელოვანია, რომ ნარკომომხმარებელი აღქმული იყოს არა როგორც
კრიმინალი, არამედ ავადმყოფი. ადამიანი, რომელსაც ჭირდება
გულშემატკივრობა და მხარდაჭერა და არა დასჯა და რეპრესიები", -
აღნიშნა ორგანიზაცია "რუბიკონის" კოორდინატორმა ზაზა ქარჩხაძემ.
შეხვედრაზე ისაუბრეს მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის პროგრამების
უპირატესობასა და შედეგიანობაზე.
"სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება ნივთიერებაზე დამოკიდებული
ადამიანის მკურნალობა, ვიდრე მისი დასჯა. მხარდაჭერაზე ორიენტირება
გაცილებით შედეგიანია. ეს მეტადონის პროგრამამაც გამოჩინა," -აღნიშნა
"რუბიკონის" წარმომადგენელმა დავით ფორჩხიძემ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ახალგაზრდებში სწორი ინფორამციის გავრცელების
მნიშვნელობაზე. არა აკრძალვაზე, არამედ განათლებაზე.
საქართველოში ინექციური ნარკომანების რაოდენობა 2012 წლის მონაცემებით
45 ათასია, არაოფიციალუად ეს ციფრი უფრო მაღალია და 200 ათასს
შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები