ახალი ამბები
"ეს კეთილსინდისიერი ბიზნესის ხელშეწყობაა" - ახალი კანონი რძის პროდუქტების წარმოებაში
FaceBook
რძის პროდუქტების მწარმოებლებსა და ბიზნესოპერატორებს სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ მოთხოვნებს უყენებს.

მწარმოებლებს რძის შემცველი პროდუქტისგან დამზადებული პროდუქციის, რძისგან წარმოებულის სახელით გაყიდვა აეკრძალებათ. ახალი რეგულაციას დადებითად აფასებენ როგორც მომხმარებლები, ასევე რძის პროდუქტის მწარმოებელი კომპანიები.

თუმცა,  ადგილობრივები განმარტავენ,  რომ ამ  კანონრეგულაციის ამოქმედებასთან ერთად, საჭირო გახდება, მწარმოებლებზე მონიტორინგის  დაწესებას, თუ რამდენად მოხდება ეტიკეტზე მწარმოებლის მიერ პროდუქტის ნამდვილი შემცველობის მითითება.

სააგენტოში  ახალი რელგულაციის ამოქმედების შემდეგ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ალბათობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ამისგან თავს პროდუქტების ხშირი შემოწმებით დაიცავენ, ხოლო აღმოჩენილი შეუსაბამობის შემთხვევაში ისინი 400 ლარით დააჯარიმებენ.


სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ  ,,რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში" შეტანილი ცვლილები 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

საქართველოს მთავრობის #152 დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, დასახელება "ყველი" შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან.  

"დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი "ყველის" გამოყენება. აგრეთვე, ცვლილებები შეეხო "შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის" განმარტებას. აღნიშნული დასახელების გამოყენება შესაძლებელი იქნება კარაქზე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79% - ს შეადგენს. ამასთან ძალაში რჩება რეგლამენტის მოთხოვნა, რომ დაუშვებელია, ეტიკეტზე ტერმინი - "კარაქის" გამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა," - განუმარტეს "ქუთაისიპოსტს" სურსათის უვნებლობის სააგენტოში.

მათივე ცნობით, ცვლილების განხორციელება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ბოლო პერიოდში, რძის ფხვნილის გამოყენებით ყველის წარმოებამ მასიური ხასიათი მიიღო, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებდა ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს.

"ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. ეს კეთილსინდისიერი ბიზნესის ხელშეწყობაა, რაც გაზრდის ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობას და ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებას," - ამბობს  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.

ქუთაისში არსებულ რძის პროდუქტების საწარმოებში ამბობენ, რომ ახალი კანონი მათთვის მისაღებია.

მეტიც, შპს "ათინათის" წარმომადგენლები, რომლებიც ქუთაისში რძის პროდუქტებს ამზადებენ, ამბობენ, რომ ეტიკეტის ამ მოთხოვნებს ამ დრომდეც იცავდნენ.

"ჩვენ აქამდეც ვაწერდით ეტიკეტზე პროდუქტებს ნატურალური რძისგან იყო დამზადებული, თუ არა. ახლა ყველასათვის რომ სავალდებულო გახდება ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან კონკურენციასაც გაზრდის ნატურალურ პროდუქტზე, თუმცა რამდენად რეალურად შეასრულებენ მწარმოებლები ამ კანონის მოთხოვნებს, ამის განსაზღვრა შეუძლებელია," ამბობს შპს "ათინათის" დირექტორის მოადგილე მიშიკო ჩაკვეტაძე.

მწარმოებლების მსგავსად, ქუთაისელი მომხმარებელიც ეჭვს განოთქვამს იმის თაობაზე, თუ რამდენად გაითვალისწინებენ დაწესებულ მოთხოვნებს.

"ეს კანონი ძალიან კარგია, რადგან მომხმარებელს უფლება აქვს იცოდეს რას მიირთმევს," - ამბობა ქუთაისში მცხოვრები მარიკა კაპანაძე.

"რეგულაცია კარგია, მაგრამ იქნებ მოიტყუოს მწარმოებელმა და დააწეროს ეტიკეტს, რომ ნატურალურია, სინამდვილეში რძის ფხვნილისგან იყოს დამზადებული, ამიტომ საინტერესოა როგორ მოახდენს ამის კონტროლს სააგენტო," - ამბობს ადგილობრივი დიანა მამაგეიშვილი.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ასეთი ფაქტებისგან თავის დასაცავად საწარმოებში პერიოდულად ჩატარდება მონიტორინგი და გადამოწმდება, თუ რამდენად შეესაბამება პროდუქტის შემცველობა ეტიკეტზე მითითებულს.

ბიზნესოპერატორის მიერ  დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოიწვევს მათ დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში 1200 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.