ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი
გაიხსნა.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა,
რეგიონული ფანვითარებისა და ინფრასტრუქტრურის მინისტრთან ერთად
გახსნა.
მონაკვეთი ექსპლუატაციაში სრულად დღეიდან შევიდა. პროექტის ფარგლებში
აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი ოთხ ზოლიან-ჩქაროსნული გზა, 9
პარალალური ხიდი, ორი სატრანსპორტო კვანძი.
მონაკვეთის დასრულების შემდეგ სრულად შევიდა ექსპლუატაიაში
ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56 კილომეტრიანი გზა. სამუშაოების
ღირებულება 71 მილიონი ლარი და 22 მილიონი ევრო შეადგინა. სამშენებლო
სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლეობის სააგენტოს
დაფინანსებით ხორციელდება. პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული.
ცენტარლური მაგისტრალის გახსნამდე რამდენიმე საათით
ადრე აქცია გაიმართა. თუმცა, პრემიერ-მინისტრს
აქციაზე გახმოვანებულ პრობლემებზე კომენტარი არ
გაუკეთებია.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის
სახით შეთავაზებული იქნა რეალურ ღირებულებაზე ოთხჯერ ნაკლები თანხა,
ამიტომ თანხის აღებაზე უარი განაცხადეს. რის გამოც, სასამართლოში დავა
უკვე ოთხი წელია გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები