ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია "კაი
მარკეტი", სადაც მომხმარებელს 26 ივნისს დაობებული პური მიჰყიდეს,
400 დააჯარიმეს.
მაღაზიის დაჯარიმება მას შემდეგ მოხდა, რაც "ქუთაისიპოსტმა"
ზემოთაღნიშნულ ფაქტზე რეაგირების მიზნით საქართველოს მომხმარებელთა
ფედერაციას, სურსათის უვნებლობის სამსახურსა და თავად "იფქილის"
ხელმძღვანელობას მიმართა.
"ობიექტში დაცული იყო სურსათის ვარგისიანობის ვადა და შენახვის
პირობები. თუმცა, სხვადასხვა პროდუქტზე დარღვეული იყო
ეტიკეტირებისადმი საქართველოს კანონით განთვალისწინებული მოთხოვნები,
" - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის მიერ
ქუთაისიპოსტისთვის გამოგზავნილ დოკუმენტში.
აღნიშნული დარღვევის საფუძველზე, სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა
და მცენარეთა დაცვის 74 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შედგა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მარკეტი 400 ლარის
ოდენობით დაჯარიმდა.
შპს "კაი მარკეტის" ხელმძღვანელობას ასევე, მიეცათ გაფრთხილება, რომ
აღმოფხვრან დაფიქსირებული დარღვევები.
ქუთაისში სასურსათო მაღაზიაში მომხმარებელისთვის
ვადაგასული პური მიყიდვის თაობაზე იზო
ქათამაძემ "ქუთაისიპოსტს" თავად შეატყობინა.
მომხმარებელი ამბობს, რომ შპს "იფქილის" მიერ წარმოებული პური -
"დიეტური ნატურამო" ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ
"კაი მარკეტში" შეიძინა. სახლში დაბრუნებულმა კი ნახა, რომ პური
დაობებული და საკვებად უვარგისი იყო.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მაღაზიაში მომხმარებელს დაობებული პური
მიჰყიდეს
მასალის გამოყენების პირობები