ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ავტოსადგურზე
საქალაქთაშორისო მიკროავტობუსის
(ბაღდათი-ქუთაისი) მძღოლი გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა 24 ივნისს მოხდა.
"შემოვიდა სადგურზე, მანქანა დააყენა და ძირს ჩამოდიოდა უცებ
წაიქცა და შეწუხდა. სასწრაფო გამოვიძახეთ და მათ მოსვლამდე
გარდაიცვალა", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. ჭავჭავაძის გამზირზე
მომუშავე მძღოლების განმარტებით, მამაკაცს გული აწუხებდა.
"70 წლამდე იყო და როგორც ვიცი გული აწუხებდა და შესაძლოა, უცებ
დაარტყა", - განმარტავენ ისინი.
თეონა წითაძე
მასალის გამოყენების პირობები