ახალი ამბები
ქუთაისის მაღაზიაში მომხმარებელს დაობებული პური მიჰყიდეს
FaceBook
ქუთაისში სასურსათო მაღაზიაში მომხმარებელს ვადაგასული პური მიჰყიდეს, რომლის შესახებაც იზო ქათამაძემ "ქუთაისიპოსტს" თავად შეატყობინა. 

მომხმარებელი ამბობს, რომ შპს "იფქილის" მიერ წარმოებული პური - "დიეტური ნატურამო" ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ "კაი მარკეტში" შეიძინა. სახლში დაბრუნებულმა კი ნახა, რომ პური დაობებული და საკვებად უვარგისი იყო.

"გაჭირვებით რომ ყიდულობ პურს და დაობებული აღმოჩნდება, ეს უკვე პრობლემაა. ეს პური ქაღალდითაა შეფუთული, ამიტომ ვიზუალურად არ ჩანდა, რომ უვარგისი იყო. მყიდველი კი არ შეიძლება ასე მოატყუონ, " - ამბობს მომხმარებელი იზო ქათამაძე.

რეაგირების მიზნით "ქუთაისიპოსტმა" საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციას, სურსათის უვნებლობის სამსახურსა და თავად "იფქილის" ხელმძღვანელობას მიმართა.

როგორც "იფქილის" დირექტორი არისი ბოჭოიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, მათ მიერ წარმოებული პური ვარგისი გამოშვებიდან 72 საათის მანძილზეა.

"ეტიკეტზე მითითებულია, რომ სამ დღეში პური უნდა აიღონ დახლიდან. ამას ყოველთვის აფრთხილებენ ჩვენი მიმწოდებლები მაღაზიის კონსულტანტებს. ასევე თავად მაღაზიაში დასაქმებულებიც ვალდებული არიან გადაამოწმონ პროდუქციის ვარგისიანობა. ამიტომ იმერეთში ჩვენი ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც რეალიზაციას ახორციელებენ გაფრთხილებული იქნებიან, რომ სხვა დროს მაღაზიის წარმომადგენლებს პროდუქციის ვარგისიანობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდონ," - აცხადებს არისი ბოჭოიძე.

თავად სუპერმარკეტ "კაი მარკეტში" აცხადებენ, რომ მიმწოდებელს პურის ვარგისიანობისა და ვადების შესახებ მათთვის ონფორმაცია არ მიუწოდებიათ.

"ჩვენ ნდობას ვუცხადებთ მიმწოდებელს, ამიტომ არც გვიფიქრია რომ ასეთი რამ მოხდებოდა," - განმარტავენ მარკეტში დასაქმებული კონსულტანტები.

როგორც მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე ამბობს, ვადაგასული პროდუქციის მიყიდვის შემთხვევაში, მომხმარებელთა უფლებები ირღვევა.

"ასეთი ფაქტით დარღვეულია მიმხმარებელთა უფლებები და მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მყისიერი რეაგირება," - ამბობს მადონა კოიძე.

საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ფაქტზე მოკვლევა დაიწყება და მაღაზია სადაც ვადაგასული პური გაიყიდა, მონიტორინგის ჯგუფის მიერ შემოწმდება. მონიტორინგის შედეგები ცნობილი 10 სამუშაო დღეში გახდება. 

მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში, როდესაც მსგავსი ფატქი დაფიქსირდება, მოქალაქეებმა სწრაფი რეაგირებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე ნომრით -  1501 შეტყობინება უნდა დატოვონ.

მწარმოებლის მიმართ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741 -ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, მწარმოებელი 400 ლარით ჯარიმდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.