გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
მიმდინარე წლის 26-27 ივნისს უნალექო ამინდია ნავარაუდევი.
სინოპტიკოსების ცნობით, იმერეთის რეგიონში 26-27 ივნისს ჰაერი 34
გრადუსამდე გათბება. თუმცა, 28 ივნისიდან დასავლეთ საქართველოში
ამინდი გაურესდება და ტემპერატურა დაიკლებს.
"28-დან 30 ივნისის ჩათვლით უნდა ველოდეთ ინტენსიურ წვიმას.
გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერი კი 27 გრადუსამდე
გათბება" - განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზვა.
სინოპტიკოსების ცნობით, 1 ივლისიდან დასავლეთ საქართველოში
გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები