სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ელექტრონული ტენდერების ჩატარების
ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც 2017 წლის 19 ივლისს ამოქმედდება.
ახალი წესის მიხედვით, დაცული იქნება ბალანსი შემსყიდველი
ორგანიზაციისა და მიმწოდებლების უფლებებსა და ინტერესებს შორის. ამის
გარდა,
ცვლილებები შეეხო შემდეგ საკითხებსაც, მაგალითად, განისაზღვრა
ელექტრონული ტენდერის ჩატარების პრინციპები, დაიხვეწა ტერმინოლოგია,
დეტალურად გაიწერა სატენდერო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების
პროცესი, პრეტენდენტისადმი მოთხოვნების დადგენის წესი, პრეტენდენტთა
შეფასებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის პროცედურები,
გასწორდა აფიდავიტის პირობები და ისინი დაუკავშირდა მხოლოდ
ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი
ქმედების ჩადენას.
"ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი წესით, ერთი მხრივ, აღსრულდა
კანონისმიერი მოთხოვნა, ხოლო, მეორე მხრივ, დეტალურად და მკაფიოდ
ჩამოყალიბდა ელექტრონული ტენდერის მარეგულირებელი ნორმები", -
განმარტავენ სააგენტოში.
საბოლოო ჯამში, ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი წესი შედგება 6
თავისგან, 40 მუხლისგან და 3 დანართისგან.
"მისი ამგვარი სტრუქტურა უზრუნველყოფს ნორმების განაწილებას
ქრონოლოგიურად და მარტივს ხდის ტენდერის ამა თუ იმ ეტაპის აღქმის
შესაძლებლობას", - ნათქვამია
ცვლილების დოკუმენტში.
მასალის გამოყენების პირობები