ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩის პირველ და მესამე შესახვევეში გზის
საფარზე ბეტონის ფილები დაიგება.
გზების რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 23 ივნისს
193 380 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170008704) გამოცხადა,
სადაც განაცხადების მიღება 12 ივლისს დაიწყება და 5 დღეში
დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისში
მესხიშვილის ქუჩის პირველ და მესამე შესახვევში გზის საფარი ბეტონის
ფილებით უნდა მოაწყოს. წყალმიმღები არხები უნდა გაიყვანოს და
სათვალთვალო ჭების ამოწევა უნდა უზრუნველყოს.
კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 90 დღეში
უნდა დაასრულოს.
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩის მე-3 შესახვევის
მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას
ითხოვდა. ამის შესახებ ქუთაისიპოსტი მიმდინარე წლის აპრილში
წერდა.
ქუთაისიპოსტზე გაშუქებული ინფორმაციის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ
მესხიშვილის ქუჩის 1 და მე-3 შესახვევების ამორტიზებული გზის საფარს
რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა.
ამის შესახებ მიმდინარე წლის 18 მაისის, საკრებულოს რიგგარეშე
სხდომაზე, ქალაქის ვიცე-მერმა, კონსტანტინე ქავთარაძემ განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები