საარჩევნო დავები და სამართლებრივი საკითხები - ეს ის საკითხებია,
რომლებზეც დღეს ქუთაისში სააოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ
პირებს ტრენინგები ჩაუტარდათ.
შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებმა ისეთი საკითხები
განიხილეს, როგორიცაა: კენჭისყრის დღეს განცხადებისა და საჩივრის
განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება საოლქო
საარჩევნო კომისიაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე
გადაწყვეტილების მომზადება, დისციპლინალური პასუხისმგებლობის ზომების
გამოყენება და სხვა.
შეხვედრას, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების გარდა,
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლობაც დაესწრო.
"ადმინისტრაცია საარჩევნო დავების მაღალპროფესიონალურად
გადაწყვეტისთვის ემზადება," - განაცხადა საარჩევნო ცენტრალური
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.
ჩატარებული ტრენინგი დადებითად შეაფასეს ქუთაისის N59 საოლქო
საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმაც.
"მთავარი პრონციპი არის ის რომ მიღებული სამართლებრივი დოკუმენტი
ყველასთვის მისაღები იყოს, ამას ვსწავლობთ, რაც ახალია და
საინტერესო," - ამბობს N59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ამავე შეხვედრაზე საარჩევნო ადმისტრაციამ ასევე პროექტი "ვესაუბრებით
ამომრჩევლებს" - შეაჯამა და მისი შედეგები განიხილა.
როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებმა განმარტეს, პროექტმა
მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე საარჩევნო საკითხებთან
დაკავშირებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
ინიციატივა "ვესაუბრებით ამომრჩევლებს' საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ
2017 წელს პირველად განხორციელდა.
პროექტი 2017 წელს გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა
ინფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის
კომუნიკაციის გაძლიერების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში ქვეყნის 73 საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე 449
შეხვედრა გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები