ქუთაისში, 19 ივნისს გატაცებული ავტომობილი
სამართალდამცავებმა რამდენიმე საათის წინ, იპოვეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 3 პირი: 1981 წელს
დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.თ., 1962 წელს
დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და მკვლელობისათვის ნასამართლევი
ა.ტ. და 1966 წელს დაბადებული ვ.ფ. დააკავეს
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი ბრალდებულები ქუთაისში, 26 მაისის
ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და პისტოლეტებით
შეიარაღებულნი თავს დაესხნენ შპს „ნოვა ტექნოლოჯის“ სწრაფი ჩარიცხვის
აპარატების ინკასატორებს - ლ. მ.-ს და გ.მ.-ს, რომლებსაც
სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ავტომანქანა და 101 ათასი ლარი
გასტაცეს.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად,
გატაცებული ავტომობილი რამდენიმე წუთში იპოვეს, დანაშაულში ბრალდებული
სამივე პირი კი მომხდარიდან მესამე დღეს დააკავეს",
- ნათქვამია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განცხადებაში.
ყაჩაღობის ფაქტი ქუთაისში 26 მაისის ქუჩაზე მიმდინარე წლის 19 ივნისს
მოხდა. ნიღბიანმა მძარცველებმა საინკასაციო სამსახურის თანამშრომლების
ავტომობილი გაიტაცეს.
თვითმხილველების თქმით, ყაჩაღობა მაშინ მოხდა, როდესაც საინკასაციო
სამსახურის თანამშრომლები ჩასარიცხი აპარატიდან თანხას იღებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები