ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის
შემსრულებლის, თეიმურაზ მურღულიას განმარტებით, ყველაფერს გააკეთებს
იმისთვის, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შესაშური იყოს.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
"ქუთაისის უნივერსიტეტს შესაშური რექტორი ეყოლება, მანამდე კი,
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თავად უნივერიტეტი გამოვიდეს
შესაშური არა თუ საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და
მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქალაქის და რეგიონის განვითარებაში", -
წერს თეიმურაზ მურღულია.
განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია,
რომელიც ამავდროულად ქუთაისის მერის შოთა მურღულიას ბიძაშვილი
გალხავთ, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის
შემსრულებლად მიმდინარე წლის
19 ივნისს დანიშნეს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ მურღულია აღნიშნულ პოსტზე საგნმანათლებლო
დაწესებულებაში მართვის ორგანოების არჩევამდე დარჩება.
"ვიდრე არ დასრულდება სამუშაოები და არ იქნება არჩეული მართვის
ორგანოები, მანამდე მოვალეობას შეასრულებს თეიმურაზ მურღულია", -
განაცხადეს ჩვენთან საუბარში განათლების და მეცნიერების
სამინისტროში.
მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური
უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8
ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის
ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა
ივანიშვილიც დაესწრო.
იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები
არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა
სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.
პროექტზე 500 მილიონი დოლარი დაიხარჯება. უნივერსიტეტი 60 000
სტუდენტზე იქნება გათვლილი.
საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის
სამშენებლო სამუშოების აქტიურ დაწყებას ზაფხულზე გეგმავს.
პროექტის მიხედვით უნივერსიტეტის კორპუსი ხუთსართულიანი იქნება. მისი
სიგრძე 200 მეტრი ექნება, სიგანე კი -150.
მასალის გამოყენების პირობები