"გამოდით, დაელაპარაკეთ ხალხს" - აქცია ქუთაისის მერიის წინ (ვიდეო)
13:40 / 19.06.2017
ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებმა, მათი საცხოვრებელი კორპუსების
მიმდებარედ არსებულ სკვერში კაფე-ბარის მშენებლობა კიდევ ერთხელ
გააპროტესტეს.
ადგილობრივები ამჯერად ქუთაისის მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ და
ქალაქის ხელისუფებასთან პრობლემის გადასაჭრელად შეხვედრა
მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლის და ვიცე-მერ ნოდარ
მიაქიაშვილთან შეხვედრის შეთავაზება მიიღეს, თუმცა, ისინი პირობებს არ
თანხმდებოდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლების აქციაზე ჩასვლას
მოითხოვდნენ.
მოთხოვნას არც ქუთაისის მერია დათანხმდა, რის შემდეგაც აქციის
რამდენიმე მონაწილე მასთან შესახვედრად კაბინეტში ავიდა.
აქციის მონაწილეები მშენებლობის ნებართვის გაუქმებას და ადგილისთვის
სკვერის სტატუსის დაბრუნებას ითხოვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქუთაისის მერიაში განაცხადეს,
რომ ინვესტორს, რომელიც ბუხაიძის ქუჩაზე კაფე-ბარ "ფლამინგოს"
აშენებდა, ალტერნატიული ადგილები უკვე შესთავაზეს, რაც იმას ნიშნავს,
რომ ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლების მოთხოვნა, სავარუდოდ,
დაკმაყოფილდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები