გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 19 ივნისს დღის
მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება და ხანმოკლე წვიმა არის
მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში 20-21 ივნისს
ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
"დასავლეთ საქართველოში 20-21 ივნისს, მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს
დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქალი, შესაძლებელია იყოს ელჭექიც.
ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 22 გრადუსამდე გათბება", - ამბობს
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის
ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
მიმდინარე წლის 23 ივნისიდან გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები