ქუთაისიდან პირველად დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია "ვიზიარმა",
ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა.
ლონდონის მიმართულებით ქუთაისიდან ფრენები კვირაში ორჯერ
განხორციელდება, ბილეთის საწყისი ფასი კი 47 ლარია.
ლონდონის რეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი ქუთაისის მერი შოთა
მურღულია იყო, რომელიც ქუთაისთან დამეგობრებულ ქალაქ ნიუპორტში
გაემგზავრა.
როგორც ქუთაისის საერთაშორისო ააეროპორტების გაერთიანებაში
განმარტავენ, აღნიშნული რეისი საგრძნობლად გაზრდის ტურისტების ნაკადს.
მასალის გამოყენების პირობები