თერჯოლის მუნიციპალიტეტში 17 ივნისს სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ,
რომელსაც პრემიერ-მინიტრი, გიორგი კვირიკაშვილი ესწრება.
სახალხო დღესასწაული ზედა სიმონეთში დავით კლდიაშვილის სახლმუზეუმის
ეზოში მიმდინარეობს.
გიორგი კვირკაშვილმა ქვეყნის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურულ
პროექტებსა და მეწარმეობის ხელშეწყობაზე ისაუბრა. სახალხო ზეიმი წელს
პირველად, თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის
ინიციატივით იმართება.
დღესვე თერჯოლის ხუთ მოქალაქეს საპატიო თერჯოლელის წოდება მიენიჭა.
ასევე,გამოვლინდნენ რაიონის წარჩინებული მოსწავლეები, რომლებსაც
სახელობითი სტიპენდიები დაენიშნათ.
მასალის გამოყენების პირობები