ქუთაისში, ფალიაშვილის პირველი შესახვევი მეორე დღეა დატბორილია. აღნიშნული "წყალდიდობის" მიზეზებზე განმარტებას აკეთებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია.
კომპანიის პრესსამსახური, ქეთი კიკვიძის თქმით " ფალიაშვილის ქუჩაზე უკვე გაგზავნილია ბრიგადა, რომელმაც გაარკვია, რომ დაზიანებული იყო 100 მილიმეტრიანი მილი, რომელიც მესხიშილის თეატრს ამარაგებს წყლით. შესაბამისად პრობლემა მალე აღმოიფხვრება", - აღნიშნა ქეთი კიკვიძემ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
ეკა კუხალაშვილი
მასალის გამოყენების პირობები