ქუთაისში, N48 საქალაქო ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსი ავარიაში
მოჰყვა.
შემთხვევის შედეგად დაზიანება მიიღო ერთმა მგზავრმა.
შემთხვევა დილით, ასათიანის ქუჩაზე მოხდა.
საქალაქო მიკროავტობუსი, რომელიც მთავარ ქუჩაზე მიდიოდა, ჩიხში
შემავალ მიკროავტობუსს დაეჯახა.
N48 მიკროავტობუსის მძღოლმა ადგილზე საპატრულო პოლიცია
გამოიძახა.
შსს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე არ აღძრულა
და შეჯახების ფაქტი ადმინისტრაციული წესით გაფორმდა.
მასალის გამოყენების პირობები