ქუთაისში, რვა ქუჩაზე გზის დაზიანებული
საფარის მოსაწესრიგებლად 600
000 ლარის ღირებულების ტენდერი ცხადდება.
ადგილობრივმა თვითმართველობამ
ამ მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა
(SPA170008202) 14 ივნისს გამოაცხადა, სადაც წინადადების მიღება,
30 ივნისს დაიწყება და
5 დღე გაგრძელდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ
ქუთაისში აღმაშენებლის გამზირის, ლესელიძის, თბილისის, 26 მაისის,
კლდიაშვილის, კოსტავას, გუგუნავას და მელიქიშვილის ქუჩებზე
დაზიანებული მონაკვეთი უნდა შეაკეთოს.
კერძოდ,
სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ამ ქუჩებზე
ორმოს დამუშავება და ასფალტ-ბეტონით შევსება, ორმოების დამუშავება და
ქვედა ფენის შევსება მსხვილმარცვლოვანი ასფალტ ბეტონით, ასფალტ
ბეტონის საფარის ზედა ფენის მოწყობა ორმოების დამუშავება და შევსება
მ-300 ბეტონით 16 სმ არმირებით ф6, საფუძვლის მოწყობა და ორმოების
შევსება ფრაქციული ღორღით უნდა უზრუნველყოს.
გამარჯვებულ კომპანიას სამუშაობის შესრულებისთვის ვადა ხელშეკრულების
დადებიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე აქვს.
ქუთაისში მიმდინარე წელს გზის საფარის რეაბილიტაცია რამდენიმე ქუჩაზე
იგეგმება. ქუთაისიპოსტი
გთავაზობთ ამ ქუჩების ჩამონათვალს.
მასალის გამოყენების პირობები