ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღისადმი მიძღვნილი ღია
პირველობა გაიმართა.
ტურნირი სპორტის ორ სახეობაში მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში
შედგა.
მკლავჭიდში 70 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ქუთაისელმა გიორგი
შურღულაიამ მოიპოვა, მაგიდის ჩოგბურთში კი პირველობა ასევე ქუთაისელ
ვლადიმერ ჯანელიძეს ხვდა წილად. ტურნირის ოთხი გამარჯვები
უკრაინაში გაემგზავრება. უკრაინაში ამ ორი სპორტსმენის გარდა როგორც
ტურნირის მთავარი ორგანიზატორი, თეიმურაზ ჭეიშვილო ამბობს 80 კგ წონით
კატეგორიაში მე-3 ადგილზე გასული ბაღდათელი, ზვიას მამისეიშვილი და
წყალტუბოელი თეიმურაზ აფხაძე გაემგზავრება.
ტურნირში ორი გუნდი ქუთაისისა და ფოთიდან ჩამოსული სპორტსმენები
მონაწილეობდნენ.
"ფოთიდან ჩამოვედით ამ მეგობრულ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.
ტენისში ვთამაშობ. მოხარული ვართ, რადგან მსგავსი ურთიერთობები ხელს
შეუწყობს შშმ პირების ინტეგრაციას ", - ამბობს სპორტსმენი ირაკლი
სორდია.
14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების დაცვის დღეა. მსგავსი ღონისძიება 14 წელია იმართება. მისი
ორგანიზატორი მერიის სპორტის განყოფილებაა.
მასალის გამოყენების პირობები