ბაღდათის სოფელ კაკასხდში 56 წლის მამაკაცი 12 ივნისს საკუთარ სახლში
გარდაცვლილი იპოვეს.
"როგორც ვიცი მეფუტკრეს უნახია. წნევა აწუხებდა და ვვარაუდობთ, რომ
წნევამ დაარტყა. მარტო ცხოვრობდა და ახლოს არც მეზობლები იყვნენ
რომ ყურადღება მიექციათ. ფუტკრები ჰყავდა და მაგას უვლიდა, რომ
არ გამოჩენულა 12 ივნისს სხვა მეფუტკრე მოუკითხია და სახლში
მისულა იქ უნახავს გარდაცვლილი. სახლში ყოფილა წაქცეული და თავში
სისხლის კვალი ეტყობოდაო. რა ვიფიქროთ აღარ ვიცით. ექსპერტიზაზე
გადავასვენეთ და პასუხს ველოდებით" - ამბობს გარდაცვლილის
ნათესავი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ფაქტზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც პირის
თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თეონა წითაძე
მასალის გამოყენების პირობები