ქუთაისის მერია 10-ივე სამსახურში 26 პოზიციაზე კონკურსს
აცხადებს.
ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსის მოადგილის, განყოფილების
უფროსის, სპეციალისტებისა და მთავრი სპეციალისტების პოზიციებზე
განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.
ვაკანსიებზე ანაზღაურება პოზიციების მიხედვით 550 ლარიდან 1250
ლარამდე მერყეობს.
1000 ლარია გათვალისწინებული საქმისწარმოების, მოქალაქეთა
მიღებისა და არქივის წარმოების განყოფილების
უფროსის პოსტზე, ხოლო საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო
შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგო
1250 ლარია.
გამოცახდებულ ვაკანსიებზე მსურვლელებს საკონკურსო კომისია
შეარჩევს.
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ვაკანსიები საჯარო სამსახურის
ვებ.გვერდზეა
განთავსებული.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პოზიციებზე ამ დრომდე
მოვალეობის შემსრულებლები იყვნენ დანიშნული. მერიის მიერ
გამოცხადებულ ვაკანსიებზე კი თანამშრომლების მუდმივ
შტატზე აყვანა მოხდება. ვაკანტურად გამოცხადებულ პოზიციებზე
განაცხადის შეტანა შეუძლია არამხოლოდ მათ, ვინც ამ დრომდე მოვალეობას
ასრულებდა, არამედ, ნებისმიერ მსურველს.
მასალის გამოყენების პირობები