მუსიკალური პროექტის Birja Mafia–ს დაკავებული წევრები, შესაძლოა,
დღეს გაათავისუფლონ.
ინფორმაცია მათი შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით მას შემდეგ
გავრცელდა, რაც შსს–მ გამოძიება იმ პოლიციელების მიმართ დაიწყო,
რომლებმაც რეპერები დააკავა.
მუსიკოსები კი, რომელბიც ამჟამად გლდანის მერვე იზოლატორში
იმყოფებიან, მოწმის სტატუსით დაიკითხნენ.
დატოვებენ თუ არა საპატიმროს დაკავებულები, გადაწყვეტილება ამის
შესახებ თბლისის სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს.
მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია შსს–მ 9 ივნისს, განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის
ბარლდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, დაკავებულებს პირადი
ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა" და 2,3342 გრამი
"მდმა" აღმოაჩნდათ.
გამოძიების ინფორმაციას არ ეთანხმებიან დაკავებულების ოჯახის წევრები.
მათ თქმით, დაკავება Birja Mafia–ს ბოლო კლიპის, სახელწოდებით
"TSL შავი ზედა" –ს გამო მოხდა, სადაც რეპერები პოლიციას
აშარჟებენ.
Birja Mafia–ს წევრების დაკავება ქუთაისში,
აქცია–მსლელობით გააპროტესტეს.
ამავე თემაზე:
არა ცენზურას!–ქუთაისში Birja Mafia–ს მხარდასაჭერი
აქცია გაიმართება
"დარჩა რამე ჩასადები?" - ქუთაისში Birja Mafia–ს
მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
მასალის გამოყენების პირობები