"არა ცენზურას, შემდეგი შეიძლება შენ იყო“, –ამ სლოგანით 11 ივნისს
ქუთაისში მუსიკალური პროექტის, Birja Mafia–ს დაკავებული წევრების
მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.
აქცია თეთრ ხიდზე 16:00 საათზეა დაგეგმილი.
Birja Mafia–ს წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია ორი
დღის წინ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა–შენახვის ბარლდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, დაკავებულებს პირადი
ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 2,3342 გრამი
„მდმა“ აღმოაჩნდათ.
გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით
მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8- დან
20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციას არ ეთანხმებიან დაკავებულების ოჯახის წევრები.
მათ თქმით, დაკავება Birja Mafia–ს ბოლო კლიპის, სახელწოდებით „TSL
შავი ზედა“ –ს გამო მოხდა, სადაც რეპერები პოლიციას აშარჟებენ.
მასალის გამოყენების პირობები