ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის ოჯახი
საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. მაყვალა ხურციძის თქმით,
ამ დრომდე დაკავებულის ოჯახს ფედერაციიდან და შეერთებული შტატებიდან
არავინ დაკავშირებია.
სპორტსმენის დედა ფიქრობს, რომ გაუგებრობა მოხდა.
"37 წლისაა და არასოდეს ცუდი არაფერი გაუკეთებია. გაჭირვებაში
გავზარდე, სხვისი ტანსაცმელი ეცვა და სხვისი დახმარებით ვაჭმევდი.
ჩემი შვილი ცუდს არაფერს ჩაიდენდა,გაურკვევლობაა მომხდარი", - ამბობს
მაყვალა ხურციძე.
ქართველ მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 2 თვიანი
წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მისი
Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელდა.
ავთანდილ ხურციძე აშშ-ში მიმდინარე
წლის 7 ივნისს დააკავეს.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულია
რუსულ-ქართული დანაშაულებრივი ქსელის 33 წევრი, მათ შორის არიან
ავთანდილ ხურციძე და კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, ლევან
მაყაშვილი.
დაკავებულებს ბრალად ედებათ თაღლითობა და ფულის
გამოძალვა.
ქუთაისელი სპორტსმენი, ავთანდილ ხურციძე 8 ივლისს WBO -ს
ჩემპიონის ქამრის დასაცავად ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსს უნდა
შეხვედროდა.
ამავე თემაზე:
"ვიზა ჩაურტყეს და გამთენიისას გაფრინდა" - ავთანდილ
ხურციძის დედა
"მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა" - ავთანდილ
ხურციძის მიმართვა სოციალურ ქსელში
ავთანდილ ხურციძეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა
შეეფარდა
მასალის გამოყენების პირობები