ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 2 თვიანი
წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაცია ამის შესახებ მის
Facebook-ის პირად გვერდზე
გავრცელდა.
"დღეს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა
შეუფარდა (რამდენიმე კვირაში გადაიხედება)
უახლოეს ინფორმაციას მოგაწვდით", - წერია მოკრივის პირად გვერდზე.
ნიუ-იორკის პოლიციამ ავთანდილ ხურციძე სხვა 14 ქართველთან ერთად
7 ივნისს დააკავა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ თაღლითობა და ფულის გამოძალვა.
ქუთაისელი სპორტსმენი, ავთანდილ ხურციძე 8 ივლისს WBO -ს ჩემპიონის
ქამრის დასაცავად ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსს უნდა შეხვედროდა.
მასალის გამოყენების პირობები