ახალი ამბები
ქუთაისში მჭედლიძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყეს
FaceBook

ქუთაისში მჭედლიძის ქუჩაზე არსებული ამორტიზებული გზა ერთ კვირაში მოწესრიგდება. ტერიტორიაზე გზის საფარის მოწესრიგება 9 ივნისს დაიწყეს.

ადგილზე დასაქმებულებმა "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, რომ  სამუშაოები დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

"ერთ კვირაში უკვე მოწესრიგებული იქნება გზა," -  განმარტავენ ისინი.

მჭედლიძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა დაზიანებული გზის სასწრაფო მოწესრიგება ერთი კვირის წინ მოითხოვეს. მოსახლეობას ამორტიზებულ გზაზე ავტომობილები უზიანდებოდათ, რის გამოც პრობლემის მოგვარებაში თვითმმართველობის ჩარევას ითხოვდნენ.

"ქუთაისიპოსტზე" გასული მასალის შემდეგ საქართველოს გაერთიანებული  წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრში პირობა დადეს, რომ ტერიტორია  დაჩქარებული ტემპით მოწესრიგდებოდა.

დ. მჭედლიძის ქუჩაზე, გზის საფარი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაზიანდა. გზის საფარის მოწყობას ტერიტორიაზე თურქული კომპანია"ესემკა" ახორციელებს.


ამავე თემაზე:

"ოცნება" ჩვენს ხმებს ვეღარ მიიღებს - ქუთაისში მოსახლეობა იმუქრება (ფოტო)


ქუთაისში მჭედლიძის ქუჩაზე გზის საფარი ერთ თვეში მოწესრიგდება


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.